ავარიას ქუთაისელი სპორტსმენი ემსხვერპლა
ქუთაისში ავარიას 16 წლის სპორტსმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა.
,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.
ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო.
მშვიდობით, ჩემპიონო…” – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
ცნობისვის, ქუთაისში ავარია გუშინ გამთენიისას საფიჩხიაზე მოხდა. როგორც ცნობილია ავტომობილში 4 არასრულწლოვანი ისხდა, მათ ავტომილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ფაქტზე დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელიც ავტომობილს მართავდა.
სიახლეები
- ,,საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს"- ირაკლი კობახიძე
- სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
- ,,საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, თქვენი დროშა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელს მსოფლიოში"- კრისტოფერ ლანდაუ
- ,,საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით” – შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია 14 წლის გოგო, რომელიც ქუთაისში ავარიის დროს ავტომობილს მართავდა
