"ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო"
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, ოპოზიციონერების დევნით არის დაკავებული.
„ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესები. საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი გუგავა დღეს დაბარებული არიან მურუსიძის სასამართლოში. ისინი დააკავეს ცესკო-სთან, როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით. ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ვერ შეგვაშინებს ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო დათვლილია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
