არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა დასრულდა.
თამაზაშვილი ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე აძლევდა, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტის - მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ „სქრინებს" შეეხება.
როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს კითხვები უაზრო იყო.
„როგორც ყოველთვის, უაზრო კითხვები იყო. ტელეფონებიც თვითონ აქვთ და „სქრინებიც" და გადამოწმებაც თვითონ შეუძლიათ. მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ, რომ ამ საქმეს შევეშვა. ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდათო, მეკითხებოდნენ, ადვოკატების წინააღმდეგ აქვთ კამპანია, რომ ჩამოაშორონ ადვოკატები საქმეს, რათა სტრასბურგში არ მოხდეს საქმის გასაჩივრება. ისეთი უაზრო კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხი თვითონვე იცოდნენ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, პირიქით, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი",- განაცხადა თამაზაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
