18-19 ნოემბერს თსუ-ში განთავსებული არ ყოფილა სპეციალური შტაბი, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა -შსს
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს განმარტებით, თსუ-ის არც შენობაში და არც ეზოში განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი და უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერის გაჩენის შემდეგ შევიდნენ.
„გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სიახლეები
- 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის
- მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა“, ახსნა-განმარტებისთვის კი ის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს
- საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს
- კალაძე კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - ის რუსეთში ავტობიზნესითაცაა დაკავებული