არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო 40 წლის კაცი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავა. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების გამოძიების თანახმად, კაცი სოციალური ქსელების, ფეისბუკისა და ინსტაგრამის ყალბი გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა სახელით ეცნობოდა 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგოებს და ,,სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა".
საგამოძიებო უწყებამ პედოფილიაში მხილებული კაცის ტელეფონში ნახა „Facebook-ის" და ,,Instagram-ის" ათამდე ყალბი გვერდი, რომლებითაც ის უკავშირდებოდა ასეულობით ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანებს.
,,გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა".
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის
- მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა“, ახსნა-განმარტებისთვის კი ის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს
- საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს
- კალაძე კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - ის რუსეთში ავტობიზნესითაცაა დაკავებული
- იტალიელი მოდელი შეყვარებულმა დანით მოკლა