"რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა.
„შექმნეს ე.წ. კომისია, დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო. არ გამოუვიდათ! ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. აფრასიძეები გამოიყვანეს მსხვერპლებად. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს. გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი იყვნენ თურმე რეჟიმის უბედური მსხვერპლები. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები და ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის პროექტი, თეთნულდის კურორტი...
ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია. კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ესენი არიან ამით დაკავებულები. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, ჩემს ადგილს ისტორიაში ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამანადგუროთ და ამას ახორციელებთ კიდეც. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გენის გამოცვლას ვერ შეძლებთ. ეს კონტრრევოლუცია ჩაფლავდება!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
