"კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა" - რას ამბობენ ახლობლები 16 წლის გოგონაზე, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ტრაგედიით შეძრულები არიან.
16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცველებმა შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, წარმოშობით ქუთაისელია და 20 წლის აღაიანელ ბიჭზე იყო დაქორწინებული.
ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის ბიჭუნა გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა გოგონას ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
ტრაგედიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ დაკავებული არასრულწლოვანის ახლობლები. AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს და დაზუსტებით არ იციან რა მოხდა. მ.შ-ს ნათესავები მზრუნველ დედად და მხიარულ გოგონად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არ სჯერათ მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის.
"არ ვიცით რა მოხდა და ვერ ვიჯერებთ ამ ამბავს! კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, არც ეტყობოდა. ჩვეულებრივი ოჯახი იყო.
ბავშვის გარდაცვალება მამისგან გავიგეთ. ის გოგონას ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, ბავშვი გარდაცვლილია და მეუღლეს ვერ ვპოულობო. მეტი არაფერი ვიცოდით, დღეს გავიგეთ, რაშიც ედება ბრალი" - ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ახლობელი.
კითხვაზე, რატომ დაუშვა ოჯახმა არასრულწლოვანის დაოჯახება და ხომ არ ჰქონდა გოგონას კონფლიქტი საკუთარ ოჯახში, დეტალებზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს:
"ოჯახმა არ იცოდა გათხოვებას თუ აპირებდა, რომ გაიგეს შეეგუვნენ, დაფეხმძიმდა და ოჯახი ბედნიერი იყო. მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რატომ დაუშვეს არასრულწლოვნის გათხოვება და მშობიარობა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მას პრობლემები არც საკუთარ ოჯახთან ქონია, შეიძლება იყო კამათი, როგორც ყველა მოზარდს აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი გამიგია", - განაცხადა დაკავებულის ოჯახის ახლობელმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში