სუს-მა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში, გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ.
სუს-ის ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები – ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები, სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ვსვამთ კითხვას – რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს რუსეთთან ბრძოლასთან''- მაკა ბოჭორიშვილი
- გიორგი გამსახურდია – ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი – თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალია
- შოკოლადის მაფინი
- ,,ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ - 40 წუთის განმავლობაში არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით''- მაკა ბოჭორიშვილი
- “არაერთი შემთხვევა გვინახავს, როცა დიპლომატები ნეგატიურ როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის გაჩაღებულ არასწორ პროცესებში იმის ნაცვლად, რომ გაუგებრობების აღმოფხვრას ემსახურებოდნენ” – წილოსანი
