ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
ოპოზიციონერმა ლიდერმა, პარტია ,,კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარემ რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 8-თვიანი სასჯელის ვადა სწორედ დღეს ამოიწურა.
„შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია. პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის. მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები რჩებიან ციხეში, არამარტო აქ, არამედ გვერდით - ქალთა ციხეში. უამრავი ადამიანი, გლდანის ციხეში... ბოლომდე ვიბრძოლებთ აქედან მათ გამოსაყვანად. მთავარია, რომ მათი ძალა და ენერგია გვაკლია“, - თქვა ნიკა გვარამიამ და დაასახელა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია. მან ახსენა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელიც.
ნიკა გვარამია 2025 წლის 13 ივნისს დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა 30 000-ლარიანი გირაო.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული. მას ოფიციალური ბრალით ედავებიან 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „ რადიკალიზაციის მიზნით ქუჩაში აქტიური პროცესების დაწყებას”. მას ბრალი საბოტაჟის მუხლით წაუყენეს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა
- თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
