"მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის, თუ არც ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ"

ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ბრძოლა. მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის თუ არ ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ. მე მესმის, რომ ზვიგენის ხსენება არ შეიძლება, ეს სასამართლო იხილავს ზვიგენის საქმეს, ეს არის ზვიგენის საქმე და რას ნიშნავს ზვიგენზე არ ვისაუბრო?! - ასე მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო განხილვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში დაიბლოკა მაჩალიკაშვილის, კერძაიას, კიწმარიშვილის, რაფალიანცის და „უამრავი სხვა მკვლელობის საქმის გამოძიება და სწორედ რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა იყო პირველი საბოტაჟის საქმე“.

„საბოტაჟი არ არის, რაც ხდება დღეს წესრიგზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად ახალი „მხედრიონი“ დაიბადა ყოფილი სასამართლოს შენობის წინ? აქ დაიბადა ახალი ქართლი „მხედრიონი“ და ეს არის მთელი თაობისთვის უზარმაზარი შანსების და მომავლის წართმევა. ამიტომ მე თუ მკითხავთ, პრაქტიკულად ახლა, ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. მე ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდაო, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის ჩამტარებლები არიან თუ არა მტრები და თუ მტრები არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ ყოველთვის გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა იყოს ცალ-ცალკე. ძალიან მაგარმა მსახიობებმა დატოვეს თეატრი, მათ დაიცვეს თავისი კოლეგის პოსტერი, მაგრამ ბევრი ეს მსახიობი თვითონ დასდევდა აქციებზე ჩემს სურათებს და როდესაც პროტესტანტებს სურათს ართმევ, მაშინ ძნელია, რომ შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ შენს დასახმარებლად და მე მყავს საქართველოში ძალიან ბევრი მხარდამჭერი. მე მათ მხარეზე ვარ, რა თქმა უნდა, და მე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ ყველა ძველი წყენა შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და შეგვიძლია გამარჯვებამდე ბრძოლა. ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ბრძოლა. მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის თუ არ ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

წაკითხვა 69 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.