სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ხოლო ბრალდებულმა გ.ი.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
,,ასევე, დადგინდა, რომ ბ.თ. და გ.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები ტარდება”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
