"სკოლის მხრიდან დანაშაულის ჩადენაც რომ დადგინდეს, ლუკას მიმართ ძალადობა და იძულება მიმდინარეობდა პოლიციის განყოფილებაში"

ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის იმის დადგენა, განყოფილებამ რამდენად დაარღვია ლუკა სირაძის უფლებები, რადგან სკოლის მხრიდან დანაშაულის ჩადენაც რომ დადგინდეს, ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება,

- ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ დედასთან ერთად მოხდეს პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, „რომელი პოლიციელი, რომელ მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა“.

 

ამასთან, უშუალოდ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით რევაზ აჭარაძემ განმარტა, რომ სწორედ დედის ჩვენება არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დაკავებული გამომძიებლის ბრალეულობა დასტურდება.

 

რაც შეეხევა ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მოახდინა პოლიციაში დარეკვამდე თავად სკოლამ ლუკა სირაძის იდენტიფიცირება, ადვოკატის ინფორმაციით, სკოლის დირექცია მოსწავლეებს გაესაუბრა და გარკვეული ინფორმაცია მათგან მიიღო.

 

„პრობლემა ის არის, რომ თუკი სკოლამ დაარღვია კანონი, თუკი სკოლამ უკანონოდ მოიპოვა მტკიცებულება - პირადი ინფორმაცია, პირადი მიმოწერა გადასცა გამომძიებელს... პრობლემა ლუკას ნაწილში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა მუქარა და ძალადობა ანუ ის ფაქტი, რასაც ედავებიან უშუალოდ ამ მომენტში გამომძიებელს, ასევე რაზეც მშობელიც ლაპარაკობს და სხვა მოწმეც, რომ სამი, ოთხი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის იძულებაში, ამ ნაწილში პაუხისმგებელი არის პოლიცია. ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა არის, განყოფილებამ რამდენად დაარღვია თავისი უფლებები, რადგან თუნდაც სკოლის მხრიდან დანაშაულის ჩადენა რომ დამტკიცდეს და მტკიცებულებები პოლიციისთვის მართლაც სკოლას მიეწოდებინა, ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება,“ - განაცხადა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.

წაკითხვა 708 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.