" ყველანაირად ვეცდები, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შიმშილობა გადავათქმევინო "
დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად გლდანის ციხეში მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხეში შესვლამდე განუცხადა, ის დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებით დაინტერესდება და იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზს შიმშილობის გადაწყვეტილება აქვს მიღებული, შეეცდება, რომ გადააფიქრებინოს.
„პირველ რიგში უნდა გავერკვიო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველანაირად ვეცდები, რომ გადავათქმევინო შიმშილობა იმიტომ, რომ ეს იმ ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ეს სიბინძურე და ეს არაადამიანური, ორგანიზებული ქმედებები განახორციელეს დეკანოზის წინააღმდეგ", - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ ადვოკატები სასჯელის გადავადებაზე, ის პასუხობს, რომ ისინი ყველა გზას განიხილავენ.
„ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის ორი დასკვა, რომელიც ერთმანეთს არ შეესაბამება და პირდაპირ ნათლად ჩანს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადაც ჩაატარა ექსპერტიზა, ეს არის შეკვეთილი, რაც სურდათ, სიმულაციის ჩაწერა, ის ჩაუწერეს, რაც აბსურდი და სირცხვილია ექიმები რომ ასეთ დონემდე მიდიან და ასეთ გარიგებას აწარმოებენ ხელისუფლებასთან და გარკვეულ პირებთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოვიყენებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და არ ეწირებოდეს არავის სიცოცხლე და არც ჩვენი მომავალი გარკვეული პირების პირად ამბიციებს და ვანდალურ, არაადამიანურ, ცხოველურ მიზნებს", - აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება დეკანოზის ოჯახის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ოჯახი საპატრიარქოსთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს და ამის გავრცელებას აპირებს, ადვოკატმა თქვა, რომ დეტალებზე გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.
ადვოკატის გარდა დეკანოზის მონახულებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძეც გეგმავდა, თუმცა ის გლდანის ციხესთან არ გამოჩენილა.
სიახლეები
- “მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი
- დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს
- “ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ, საქართველოს მოსახლეობას ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება - რამაზ საყვარელიძე
- აქტივისტს, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს
- პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა