ვინც კორონავირუსის სიმპტომებს დამალავს პატიმრობა ემუქრება – რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში
ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალეს, რითაც ხელს უწყობენ ახალი კორონავირუსის გავრცელებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დაავადების გავრცელება, ანდა ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. არის შემთხვევები, როცა ფაქტი ორწლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.
“ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი, ასეცე ჩვენს გარშემო მყოფი პირების მიმართ. მნიშვნალოვანია ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება. ჩვენი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა ფაქტი, თუ ადამიანმა იცის რომ ამ დაავადების მატარებელია, ან შეიძლება იყოს აღნიშნული დაავადების მატარებელი და არ მიმართავს ყველა იმ ზომას, ეს დაავადება არ გადასცეს სხვას.
თუკი ეს ყველაფერი გამიზნულად იყო გაკეთებული, იცოდნენ რომ დაავადება შესაძლოა მათ ჰქონოდათ ცხადია, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას,”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური.
ამ დრომდე უცნობია დაინტერესდება თუ არა შესაბამისი უწყება იმ პაციენტების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელმაც საშიში ვირუსის სიმპტომების ქონა დამალა.
სიახლეები
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- " ცესკო პასუხისმგებელია იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები" - ირაკლი კობახიძე
- "გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე არ იყო მარტივი" - ხათუნა "მათე" ჯალაღონია
- "ანრი ოხანაშვილი რომ „სახელმწიფო გადატრიალების საქმეს“ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა - საინტერესო ისაა, ამისთვის ლილუაშვილის შეცვლა რატომ გახდა საჭირო"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში