შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტის აღსრულების მიზნით, მიმდინარე წლის 26 მარტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება.
დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა.
დეკრეტის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა იზოლატორებიდან სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების წესი.
2020 წლის 26-29 მარტს საქართველოს მასშტაბით დისტანციური წესით 38 სასამართლო სხდომა გაიმართა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში, დისტანციური პროცესების ჩატარება, ემსახურება პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოების დაცვასა და მათი საპროცესო უფლებების შეუფერხებლად რეალიზებას.
სიახლეები
- სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს "გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმეს
- “ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “ოპოზიციას არ ჰყავს არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული”- ირაკლი კობახიძე
- “ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” - მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა