პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ბათუმში, მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
სიახლეები
- ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდა
- “ტრამპი რუსეთის აგენტია” - გარი კასპაროვი
- რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით დაარტყა - ზაპოროჟიეში არის მსხვერპლი
- “USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია” - მარკო რუბიო
- ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება"