ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.
ბასილაშვილს 100 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი ჩაუდენია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, მას შეეფარდა გირაო“,- განაცხადა ჭკადუა.
საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბასილაშვილს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.
მისივე ცნობით, პროცესი სასამართლოში გრძლედება და წინა სასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდების მხარე მტკიცებულებების შინაარსზე არ საუბრობს.
საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.
სიახლეები
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქუთაისური საუბრები - XIX“ გაიხსნა
- ნიკა გვარამია დააკავეს
- “ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც” - საქართველოში ისრაელის საელჩო
- “გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში” - ნიკა გვარამია
- კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო