"გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ" - პროკურორი

გიორგი გაბუნიას პროცესის დაწყებამდეც და პროცესის მიმდინარეობის დროსაც, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ, - ამის შესახებ პროკურორმა მაია სილაგაძემ სასამართლოში გიორგი გაბუნიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

 

ისევ არსებობს თუ არა გიორგი გაბუნიას მკვლელობის საფრთხე, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორი არ საუბრობს.

 

"შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ კონკრეტული ფაქტების დადასტურებას ვახდენთ. ფაქტია, რომ პროცესის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც, გიორგი გაბუნიას სახელმწიფო ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ. გამოძიების მიმდინარეობაზე, ასევე, როდის დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა სილაგაძემ.

 

მისივე განმარტებით, გაბუნიასთან სასამართლოში გამოკითხვისას კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხები მიიღეს.

 

"არსებობს სხვადასხვა სპეციალური ღონისძიება, მათ შორის, ფიზიკური დაცვა და ეს გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ. ამასთან დაკავშირებით, გაბუნიამ და მისმა ადვოკატმა გვითხრეს, რომ ჩამოყალიბდებიან, მოიფიქრებენ და მათ პოზიციას შეგვატყობინებენ. თუ გარკვეული დეტალების გარკვევა სურთ, ან კითხვები აქვთ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენთან ოფისში ნებისმიერ დროს მობრძანდნენ და ავუხსნით, როგორ და რანაირად ხორციელდება სახელმწიფო დაცვა.

 

რაც შეეხება დაკითხვის შინაარს, ჩვენ გარკვეული კითხვა გვქონდა გიორგი გაბუნიასთან. მან კონკრეტული პასუხები გაგვცა, თუმცა შინაარსობრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ, ისევე როგორც მტკიცებულებების შინაარსზე", - განაცხადა სილაგაძემ.

წაკითხვა 557 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.