ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია"
ქუთაისში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ, მოგვიანებით კი მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.
ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მომხდარის დეტალებს ეტაპობრივად იხსენებს. ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა აღიარებს თუ არა ბრალს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი ჯერჯერობით არ საუბრობს.
„ის არის მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაში. გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს. ამ დეტალების დაზუსტების მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება აღიარების საკითხს, თვითინკრიმინირებასთან დაკავშირებით მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, არ დავარღვევ მის უფლებებს და თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. დეტალები გაირკვევა საქმის მსვლელობის განმავლობაში. სიმართლის დადგენის სურვილი და ინტერესი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც აქვს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ესმა ნორაკიამ.
შეგახსენებთ, რომ ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა იმ ბინის მცხოვრებლებიც დააკავეს, სადაც 18 ივლისს მკვლელობა მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
