"მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს"
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ.
ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან უკვე მიმართა საელჩოს და უახლოეს პერიოდში აპირებს განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ამერიკიდან სპეციალისტების მოწვევას.
„აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც.
უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ - შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
წამყვანის კითხვაზე: ამ კომპიუტერში დევს პასუხი კითხვაზე რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? - რამიშვილმა უპასუხა: „შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი“, - განაცხადა რამიშვილმა.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა