„დარბიან ვირთხებივით, რომ შეკერონ საქმე" - ბაჩალიაშვილის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
მანამდე კი თეონა თამაზაშვილი, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივა.
როგორც ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, უწყებამ მის დასმულ კითხვებს პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გასცეს.
„დარბიან ვირთხებივით, რომ შეკერონ საქმე. ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ვინც ჯგუფურად მოკლა ის, თორემ დაძრულია მთელი საქართველო. სჯობს გონს მოეგონ. მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, პირადად მინდა ვესაუბრო,"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
გუშინ ,,შაბათის ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები, რომელიც 3 ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ მაკომპრომატირებელ ინფორმაციას შეიცავს.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის