"სამი ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
,,მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო და ამისთვის უკან არ დავიხევ", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.
თეონა თამაზაშვილი იმ პირების დასახელებას ითხოვს, რომელთა საიდუმლო მასალებიც, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა მოიპოვა.
,,მე მქონდა ეჭვი, რომ ვიღაცის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, ვერ წარმომედგინა რომ სამი იქნებოდა. სამი ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო მოტყუებით. გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ და ეცოცხლა ჩემ შვილს. მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო და ამისთვის უკან არ დავიხევ არც ერთი წუთით, გავაკეთებ ყველაფერს", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
