"საქმის მასალების გადმოცემაზე ჩემი შუამდგომლობა, დღესაც ყუთში დევს" - მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის თაობაზე მისი შუამდგომლობა სამი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებების ყუთში დევს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად ჭიანურდება. ადვოკატი სატელეფონო ანძების ჩანაწერების დროულად მიწოდებას მოითხოვს, რათა გაიგონ, ვინ დაურეკა გაუჩინარებამდე თამარ ბაჩალიაშვილს Whatsapp-ში.
„მე მოვიტანე შუამდგომლობა, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. მე დავდე და ვუთხარი, რომ ამ შუამდგომლობაზე დაუყოვნებლივ მიეღოთ გადაწყვეტილება. მათ მითხრეს, რომ რახან საღამო ხანი იყო, კანცელარიაში ვერ გატარდებოდა, ეს შუამდგომლობა უნდა ჩამომეტანა და ჩამეგდო შესაბამის ყუთში, იმ ღამესვე ჩამოვიტანე და ჩავაგდე, რადგანაც პირობა იყო, რომ ძალიან ჩქარა უნდა მომხდარიყო ამაზე რეაგირება და ამოიღებდნენ, რეგისტრაციაში გაატარებდნენ კანცელარიაში და მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღესაც ამ ყუთში დევს ჩემი შუამდგომლობა“, - აცხადებს რამიშვილი.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
