"ასეთი სიბინძურე არ მინახავს, რასაც ესენი აკეთებენ" - მიხეილ რამიშვილი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ პერიოდში იგი სოციალური ქსელიდან ინტენსიური ლანძღვა-გინების ადრესატი იყო, ბოლო ხანებში კი მის და მისი ოჯახის მიმართ მუქარაც წამოვიდა.
რამიშვილი აცხადებს, რომ მუქარის წერილებს ის სოციალური ქსელით იღებს. მისი თქმით, აღნიშნულ შეტყობინებებეს გადათარგმნის და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის და მოითხოვს მათი მისამართების დადგენას. ადვოკატი ამბობს, რომ ამ თხოვნით საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავს, რადგან მათ არ ენდობა.
"მე ამ საქმეში ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავდე ჩემი თავი პირადად. უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ამათი ნდობა ჩემი მისამართით უკვე აღარ მაინტერესებს. ამ საქმეს ჩემი ცხოვრების საპირწონედ მაინც მივიყვან ბოლომდე. პირადად მოვთხოვ საელჩოებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაცულნი იყვნენ, იმიტომ რომ ასეთი სიბინძურე არ მინახავს, რასაც ესენი აკეთებენ" - აცხადებს რამიშვილი.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შვილმკვდარ დედას გვერდით უდგებოდნენ, მას ოჯახის ინტერესების დამცველზე ეკითხებიან. საუბარია ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორზე. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორი მაია გოგორელიანი მას აბულინგებდა. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. ასევე გამომძიებელი ინტერესდებოდა, თუ რა ჰონორარს უხდის ოჯახი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს და საიდან მოხვდა ის აღნიშნულ საქმეში.
13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის