თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი დაფიქსირდა
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება.
ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს, რომლის ინფორმაციითაც, დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა ფიქსირდება.
„დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.
შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი, მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.
შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული,“ - ნათქვამია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
