November 22, 2024

"ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა..."- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატის და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველის, ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, საქმეში არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეოდღიურები, სადაც ის ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, "რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა”.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ხდებოდა ამ მასალებით აპელირება, თითქოს ეს შეიძლება, ყოფილიყო თვითმკვლელობამდე მიმართული ქმედებები.

 

"ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა. მიზეზებზე საუბარი არ არის, ის ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ცხოვრებაში მეტისთვის მიეღწია და უფრო მეტი გაეკეთებინა და რაღაც გარემოებები სამსახურში აღიზიანებდა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ასეთი ტიპის ვიდეოებს წერს, იმასაც აუცილებლად ჩაწერდა, რომ იმ დღეს თავს მოიკლავდა.

 

არ ვიცი რატომ ხდებოდა ამ მასალებით აპელირება აქამდე, თითქოს ეს შეიძლება, ყოფილიყო თვითმკვლელობისკენ მიმართული ქმედებები და თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესია. ჩვეულებრივი ვიდეოდღიურებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. უმეტესი ვიდეოდღიური გადაღებულია მის შეყვარებულთან, თუ როგორი ბედნიერია. ასევე არის ნაწილი, სადაც ის ბრაზობს საკუთარ თავზე, სწავლის წარუმატებლობაზე.

 

ის მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ ჰქონოდა მაღალი თვითშეფასება და მიეღწია უფრო მეტისთვის კარიერაში. არის ვიდეოები, სადაც სიბნელეა, თამარი საერთოდ არ ჩანს და საუბრობს. დეპრესიული დეტალები ნამდვილად არის, თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პერიოდი შეიძლება, ნებისმიერს ქონდეს”, - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

წაკითხვა 830 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.