"იდეალური ადგილია შავბნელი საქმეების შესასრულებლად" - ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები
საკალმახე "ვილა ალგეთის" ტერიტორია საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმა ყვითელი ლენტით შემოღობეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფება.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ საკალმახეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი ჰქონდეს.
„ძალიან იდეალური ადგილია შავბნელი საქმეების შესასრულებლად. მე არაფერს ვამტკიცებ, რომ მაინდამაინც იქ მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა, მაგრამ არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც კავშირში არის ამ ყველაფერთან.
თუნდაც ის გადაკრული ლოგინი, რატომ არ უნდა აალაგო 4 წლის მანძილზე, როდესაც არ ფუნქციონირებს. ასევე ნაცრის არსებობა და შეშაც. მსხვილი ბუზები,, რაც იყვნენ ჩემი შვილის მანქანაში, ისეთივე ბუზები დაფრინავდნენ იქ “, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, დღესვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.
როგორც ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები დღეს თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.
ამასთან, დღეს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ობიქტური გამოძიების ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიგეგმა. პროკურორის თქმით, მოხდა შეთავაზება რამიშვილთან, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთოს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის