November 23, 2024

"ტყეში ამოვლენ და ჩემს ცხედარს ნახავენ" - რას ამბობს ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს აჩვენეს ვიდეოკადრები და მოასმენინეს აუდიო ჩანაწერები, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა პროგრამისტი გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე საუბრობს თვითმკვლელობის სურვილზე.


როგორც Report.ge-ს ჟურნალისტი სალი კაპანაძე იხსნებს, თამარი თავის მოკვლაზე საუბრობდა ამბობდა, რომ სუიციდის ხერხი და მეთოდი იცოდა, თუმცა მშობლების და განსაკუთრებით ძმის რეაქციის ეშინოდა. მას ეცოდებოდა ოჯახის წევრები და ამბობდა : "რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით?!".


მისი თქმით, ვიდეოში ერთ-ერთი ასეთი ფრაზა იყო – "არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა". 


ბაჩალიაშვილი ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა თვითმკვლელობა თავიდან აეცილებინა, მაგრამ თუ ამას მაინც იზამდა, ის წინასწარ უხდიდა ოჯახს ბოდიშს. 


ვიდეოში თამარი, ასევე, ამბობს, რომ ნანობს, რადგან 2012 წელს დაწყებული საქმე, ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან სუსტი იყო და ძალა არ ეყო დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად - ამბობს Report.ge-ს ჟურნალისტი სალომე კაპანაძე.


ცნობისთვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში განაცხადეს, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზია, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

წაკითხვა 1298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.