"ბაჩალიაშვილი მოკლეს, მოიშორეს და მე ვეღარ მიშორებენ” – მიხეილ რამიშვილი
ახალგაზრა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც რამიშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოხდეს.
"ცდილობენ საქმეს ჩამომაშორონ და პასუხისგებაში მიმცენ. მე და ჩემი კოლეგა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაგვკითხონ. ტელეფონი ჩამომართვეს, უნდათ რომ მთელი ინფორმაცია შეამოწმონ. ყველანაირად უნდათ, რომ ამ ფოტოსურათზე ააგონ მთელი გამოძიება. რისი დამტკიცება უნდათ? თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაყალბებული აქვთ თვითონ...ჩრდილოეთ კორეა ხომ არ ჰგონიათ ეს საქართველო?! მიმცენ პასუხისგებაში, ვერაფერს ვერ დამიმტკიცებენ. რა უნდათ რომ დამაბრალონ - რომ მე გავაყალბე?! თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. თუ არ გამოუვიდათ ჩემი სამართლებრივი მოშორება, შეიძლება სიცოცხლეც წამართვან. ყველა ელჩთან მივალ და დეტალურად გავაცნობ ყველაფერს, როგორი "დემოკრატია" გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
