ლექსო ლაშქარავასა და მის კოლეგა ჟურნალისტზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის 1991 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც "სირცხვილიას" ოფისში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.
"ძალიან მძიმე სანახავი იყო" - ვახტანგ გომელაურმა ლექსო ლაშქარავას ცხედრის პროზექტურაში გადასვენების პროცედურის შესახებ ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფონიჭალაში დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელმაც ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირს ნარკოტიკი მიჰყიდა.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.