ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს წაუკითხა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, "ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა".
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდში ცხოვრობდა.
მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომლითაც კრიტიკულ მედიებს მიმართავს და წერს, რომ "საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა".
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა 19 მაისს მოხდა.