რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთ პატიმარი - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტია აღბეჭდილი.
"სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
კვირას პარლამენტთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრაგიკული მოვლენა გაიხსენეს - 2007 წლის 7 ნოემბერი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" საუბარში მისი პატიმრობისა და ციხეში შიმშილობის დეტალებს იხსენებს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხეში გამოცხადებულ შიმშილობასთან ავლებს პარალელებს.
თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.