June 8, 2025

აპრილი 01 2022 წაკითხვა 500 ჯერ

"ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია ჩემთვის ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, როგორც დამნაშავე პატიმრობა მეკუთვნის", - ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

 

სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

 

ცნობისთვის, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა.

 

ავტომობილის მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).

 

დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

მარტი 24 2022 წაკითხვა 482 ჯერ

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, "კრედიტ სუისთან" შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო - სტატიას Financial Times აქვეყნებს.

მარტი 21 2022 წაკითხვა 504 ჯერ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა, რომ დარწმუნებულია, თავადაც უყურებს ფილმს „ხალხის მსახური“, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობს.

მარტი 17 2022 წაკითხვა 862 ჯერ

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტით შეაშინეს და გუშინ CNN -ში ფირფიტა უკვე ამოატრიალა, სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

მარტი 17 2022 წაკითხვა 746 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან პროვოკაციები იგეგმება.

მარტი 17 2022 წაკითხვა 528 ჯერ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით.

გვერდი 39 სულ 77
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.