გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოსო გოგაშვილისთვის დაყადაღებული ქონებისა და ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს.
ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა.
პროკურატურამ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. მას ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედავებიან.
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატი, ციცინო მამულაშვილი აცხადებს, რომ დაწესებულებაში შეჭრის მოტივი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
