„ამდენი წელი უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი“ - სააკაშვილი

„ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს.

ჩვენ უკვე სამი კვირაა ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს. რაც შეეხება კლინიკის ენდოკრინოლოგს, ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. 

მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც მის დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს, რუსი ოკუპანტები იყვნენ. 

 
 

„ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და მე მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას.

ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე.

ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იმავეთი“, - აცხადებს სააკაშვილი.

წაკითხვა 268 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.