რატომ უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე ნოემბერში
საახალწლო ნაძვის ხეს ზოგიერთი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დგამს, ზოგი საერთოდ არ რთავს ნაძვის ხეს, ეს დროის ტყუილად ხარჯვა ჰგონია. ჩვენ კი გირჩევთ ნაძვის ხე ნოემბერში მორთოთ და აი, რატომ:
ნოემბერი წლის ყველაზე დეპრესიული თვეა, ადამიანების უმეტესობა ენერგიის ნაკლებობას განიცდის. გარდა ამისა, წელს ნოემბერში დაბნელების დერეფანი გვქონდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა უარყოფითი განწყობა. ბინაში ინტერიერის შეცვლა კი ადამიანებში განწყობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საახალწლო მორთულობა სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით, რაც ასე აუცილებელია მოზრდილი ადამიანისთვის. დაგაბრუნებთ ბავშვობაში. აღგიძრავთ სასიამოვნო განწყობას. გაიხსენეთ, წლების წინ ვისთან ერთად რთავდით ნაძვს ხეს, რა ოჯახური ტრადიცია გქონდათ?
დეკემბერი, როგორც წესი, დატვირთული გვაქვს საქმეებით, ვალდებულებებით, საჩუქრების შეძენით და წესიერად ვერ ვიცლით სახლის მოსართავად. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ წელს 29 დეკემბრიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული გახდება (18 იანვრამდე) და მოერიდეთ საახალწლოდ კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას. საჩუქრებისა და აქსესუარების ნაადრევი შეძენა კი აგაცილებთ წინასაახალწლო დღეების აჟიოტაჟს და ასე გახშირებულ საცობებში მოხვედრას.
ბავშვებიც ჩართეთ საქმიანობაში. ერთად გადაწყვიტეთ რა ფერებში მორთავთ სახლს, ნაძვის ხეს. რითაც ბავშვებს გაუღვიძებთ შემოქმედებით ხედვას, გემოვნებას. გაიგებთ მათ მისწრაფებებს. ერთად დაამზადეთ საახალწლო დეკორი, ნაძვის ხის სათამაშოები.
დაბოლოს, რამდენჯერაც მორთულ, ლამაზ ნაძვის ხეს შეხედავთ, იმდენჯერ გაგიუმჯობესდებათ განწყობა. ნაძვის ხის გარდა შეგიძლიათ ბინაც გაალამაზოთ საახალწლო აქსესუარებით. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო 2023 წელი არის შავი წყლის კურდღლის. უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ და ვერცხლისფერ ფერებს.
სიახლეები
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
- ,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი"- დავით მათიკაშვილი
