მარგველაშვილები დუშეთის სახლს ტურისტებზე აქირავებენ - ნახეთ ფოტოები Airbnb-დან
"შაბათის კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის
გიორგი მარგველაშვილის ოჯახი დუშეთში მდებარე კოტეჯს აქირავებს. შესაბამისი განცხადება ბინების გაქირავების ცნობილ პორტალზე Airbnb-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების ავტორი, ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილია. ანას სახლის ფოტოები და განცხადება Airbnb-ის გვერდიდან "ფეისბუქის" პირად გვერდზეც აქვს დაშეარებული.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წერია მარგველაშვილების სახლის შესახებ ცნობილ საიტზე, ასევე გთავაზობთ დუშეთის კოტეჯის ფოტოებს Airbnb-დან.
ფოტოზე გასაქირავებელი კოტეჯი და სახლი, სადაც მარგველაშვილის ოჯახი ცხოვრობს
მყუდრო კოტეჯის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ის ქალაქგარეთ/სოფლად, თბილისთან ახლოს მდებარეობს.
"თუ ტყეში და მდელოებზე სეირნობა ან მოგზაურობა, ბაზალეთის ტბაში ცურვა, ბუნებითა და შუა საუკუნეების კოშკით ტკბობა და მშვიდ გარემოში ყოფნა გიზიდავთ, მაშინ ეს კოტეჯი, რომელიც სამ ადამიანზეა განკუთვნილი და ტყის პირას მდებარეობს, თქვენთვის იდეალური ადგილია.
ადგილმდებარეობა ზღვის დონიდან 925 მეტრზე, დუშეთში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან, თბილისიდან ავტომობილით 40 წუთის, ბაზალეთის ტბიდან კი მხოლოდ 10 წუთის სავალზეა. აქ გთავაზობთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ პეიზაჟს. გაატარეთ დრო უბრალოდ ტბის პირას განტვირთვით ან ირგვლივ მომაჯადოებელი ხედების აღმოჩენით", - ვკითხულობთ ინგლისურენოვან განცხადებაში. კოტეჯის საფასური 80 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ეს კოტეჯი იმავე ეზოში მდებარეობს, სადაც გიორგი მარგველაშვილის ორსართულიანი სახლი დგას და მასში, ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ცხოვრობს. ამ კოტეჯში, პრეზიდენტობის პერიოდში მარგველაშვილი დუშეთში ჩასულ სტუმრებს იღებდა.
ელჩები სტუმრად პრეზიდენტის დუშეთის სახლში, 2017 წელი
ambebi.ge
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი