გადატრიალება მეცნიერებაში - მეცნიერები ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ?
გაცოცხლების და სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების თემა მეცნიერებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო. ჯერ კიდევ 1940-იან წლებში არსებობდა ვიდეო, სადაც რუსი მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ძაღლებზე. მათი მოჭრილი თავები რამოდენიმე საათი აგრძელებდნენ სიცოცხლეს. ისინი ხმაზე რეაგირებდნენ, ყურებს ამოძრავებდნენ და ხანდახან "ტუჩებს ილოკავდნენ". რუსი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მათ შეძლეს მოჭრილ თავებში სიცოცხლის შენარჩუნება ხელოვნური სისხლქცევის დახმარებით. ეს კი პირველი შემთხვევა იყო და უბრალოდ დასაწყისი იყო. უკვე 2005 წელს ამერიკელების მიერ შექმნილი იყო ჯგუფი "ძაღლი-ზომბი". ექსპერიმენტის დროს მეცნიერები სწრაფად კლავნენ ძაღლებს, შემდეგ კი მისი სხეულიდან სისხლს მთლიანად ცლიდნენ. შემდეგ სხეულში სისხლის მაგივრად სპეციალური ხსნარი იქნა შეყვანილი. სამი საათის შემდეგ კი მათ სხეულში მოხდა სისხლის გადასხმა, რის შემდეგადაც ძაღლებს აცოცხლებდნენ ელექტროშოკით. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ძაღლმა მიიღო გამოუსწორებელი დაზიანებები, მათი უმრავლესობა მაინც დაუბრუნდა სიცოცხლეს. ამ ექსპერიმენტმა და მეცნიერებმა დაამტკიცა ის, რომ ოდესმე მედიცინა შეძლებდა ადამიანისთვის, რომელიც სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა, დაებრუნებინათ სიცოცხლე.
წყარო; intermedia.ge
სიახლეები
- ,,ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"- ირაკლი ზარქუა
- ,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
- აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
