March 5, 2026

მარტი 04 2026

“გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის შუა დერეფნის ალტერნატივა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.


მარტი 04 2026

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი”.


მარტი 04 2026

ექსპერტთა საბჭომ ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩია. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება საბჭოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიძულა.


მარტი 04 2026

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "რაც უნდა მოხდეს, აშშ უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების თავისუფლად მიწოდებას".


მარტი 04 2026

“ერთის მხრივ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირება ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ რომ დასაჯონ თავისუფალი მედია,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.


მარტი 04 2026

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა 17 ირანული გემი გაანადგურეს და მთელი ირანული საზღვაო ფლოტი ჩაძირეს.



მარტი 03 2026

ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრაქტიკულად, შეუზღუდავი იარაღის მარაგი აქვს, რომლითაც მას ომების წარმოება “სამუდამოდ” შეუძლია,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.


მარტი 02 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ცნობას, რომ მისი კიდევ ერთი, მეოთხე, სამხედრო დაიღუპა 2 მარტს. X-ით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანის ერთ-ერთი შეტევის დროს ამერიკელი სამხედრო დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა.


მარტი 02 2026

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.


გვერდი 1 სულ 976
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.