„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო – საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“.
მივმართავ თხოვნით პროკურატურას: მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება - მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა – როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი.
,,ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: “ნაცების” ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ – ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? “ნაცების” ალიანსმა, რომელსაც “ჩერგო” და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, რომ მიშა ხმას ნუ იღებსო”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.
,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა“, - ასე მიმართავს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების აქციებს და აცხადებს, რომ მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ხოლო მათი ფუნქცია არ არის სიცოცხლის გახანგრძლივება.
