მარტი 18 2025

”ნებისმიერი ფონდი გამჭირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რას და რისთვის აკეთებს. კეთილი საქმის კეთების პარალელურად, შეიძლება, ისეთ საქმეს აკეთებდე, როგორიცაა, ვთქვათ, დესტრუქციული მოქმედებების და პროცესების წახალისება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.


მარტი 17 2025

თბილისის მერის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მარტი 17 2025

“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არათუ ულიდეროდ არის, არამედ ურეიტინგოა.


მარტი 17 2025
 ინგრედიენტები:

მარტი 17 2025

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.


მარტი 17 2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, 18 მარტს, გეგმავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 16 მარტს, საღამოს განუცხადა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.


მარტი 17 2025

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია-თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.


მარტი 17 2025

მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რითაც უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


მარტი 17 2025

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაჟნების კონტეინერით - მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მისი კვეთის ლეგალურობა, ანუ სსკ-ით გათვალისწინებული ქმედება - სასამართლომ ამის სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მარტი 17 2025

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი, ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმის გამო, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს, ადვოკატი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე აცხადებს, რომ მოსამართლემ სავარაუდოდ, რეციდივის ფაქტით იხელმძღვანელა.


გვერდი 262 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.