მარტი 19 2025

რეჟიმმა 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.

 
"კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მარტი 19 2025

“ქართული ოცნების” წევრი – ირაკლი ზარქუა „ფარაზე“ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.


მარტი 19 2025

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. დაზიანებულია სახლები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები.


მარტი 19 2025

რუსეთმა დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ შეაჩერებდა თავდასხმებს ქსელზე,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.


მარტი 18 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.


მარტი 18 2025
ინგრედიენტები:

მარტი 18 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.


მარტი 18 2025

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, უკრაინის ყირიმის რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, როგორც მომავალი შეთანხმების ნაწილს, რათა დაასრულოს მოსკოვის ომი კიევზე,- ამის შესახებ ანონიმურად ​​იტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებული ორი პირი.


მარტი 18 2025

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების დაყადაღებას ეხმაურება.


მარტი 18 2025

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. ეს ინფორმაცია ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კაია კალასმა. მან იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი უახლოეს დროში იქნება მიღწეული.


გვერდი 261 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.