თებერვალი 18 2025

კანადის ქალაქ ტორონტოს აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი(Bombardier CRJ900LR), რომელშიც 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.


თებერვალი 18 2025

,,ამ დღეებში, როგორც იცით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული არჩევნები იმართებოდა. ვნახეთ ჩვენ ბევრი განცხადება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერდა მხარს და არ აღიარებს, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს, რისთვისაც მადლობელი ვარ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეებში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევის საკითხს გამოეხმაურა.


თებერვალი 18 2025

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს.


თებერვალი 18 2025

“მე ვამბობ, როგორც იყო – ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა. ეს არის, რაც ხდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.


თებერვალი 18 2025

“მივმართეთ სასამართლოს, სადაც სწორედ პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნეს გადასინჯული, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.


თებერვალი 18 2025

„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


თებერვალი 18 2025

ექსპრემიერი გიორგი გახარია, - რომელსაც გუშინ აეროპორტში კვერცხები ესროლეს, - ეხმაურება დღეს დილას სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლას და მას მხარდაჭერას უცხადებს.


თებერვალი 18 2025

თბილისის მერი, კახა კალაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.


თებერვალი 18 2025

“საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.


თებერვალი 18 2025

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც.


გვერდი 266 სულ 983
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.