მარტი 21 2025

 მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან  2 569 048 ლარი გამოეყო.


მარტი 21 2025

“რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან რა ქნან, რადგან ელოდებიან პატრონებისგან რა “მესიჯი” ჩამოვა, როგორ და რანაირად ჩაერთონ არჩევნებში”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით განაცხადა.


მარტი 21 2025

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების „კანონიერი უფლება“, 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“.


მარტი 21 2025

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი ამავე ტელევიზიის ყოფილ მფლობელს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება. გიორგი ქურდაძე გავრცელებულ განცხადებაში ასახელებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიასაც.


მარტი 21 2025

დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია უმრავლესობის შეხედულებად იქცევა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-თან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გუშინ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.


მარტი 21 2025

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ,- ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.


მარტი 21 2025

”ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაიცანიო და, რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო”, – ამის შესახებ, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


მარტი 21 2025

აქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 


მარტი 21 2025

ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს გაზაფხულის ბუნიობის ამ მართლაც ძველ, ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს. მიხარია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


მარტი 21 2025

„გილოცავთ დღევანდელ დღეს ნოვრუზ ბაირამს. ვულოცავ ჩვენი მშვენიერი, მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


გვერდი 260 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.