ოქტომბერი 01 2024

ნიდერლანდების ექსპრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.


ოქტომბერი 01 2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია და შემოდგომაზე მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


ოქტომბერი 01 2024

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ოქტომბერი 01 2024

„ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!“- ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.


სექტემბერი 30 2024
 ინგრედიენტები:

სექტემბერი 30 2024

ლომმა სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა, რადგან მან ვერ შეძლო ვოლიერის საკეტების დამაგრება,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

 

მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია. ის დასაქმებული იყო საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, “ველური ბუნების” პარკში , რომელიც ნიგერიის ყოფილ პრეზიდენტს, ოლუსეგუნ ობასანჯოს ეკუთვნის.

 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომელმა სტუმრების ჯგუფი ლომის კვების რუტინის საყურებლად მიიყვანა.

 

„ზოოპარკის მეთვალყურე, როგორც ჩანს, ცხოველთან თავს კომფორტულად გრძნობდა, უსაფრთხოების დაცვის ჭიშკარი ღია დატოვა და ცხოველის გამოკვებას შეუდგა. სწორედ ამ დროს, ცხოველი თავს დაესხა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა”,- აცხადებენ ზოოპარკის წარმომადგენლები.

 

ადგილობრივი პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ ლომმა მამაკაცს კისერზე სერიოზული სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. იმისათვის, რომ ლომის თავდასხმა შეეჩერებინათ, იარაღიდან ესროლეს და მოკლეს.


სექტემბერი 30 2024

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.


სექტემბერი 30 2024

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.


სექტემბერი 30 2024

მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, - ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.


სექტემბერი 30 2024

უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.


გვერდი 308 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.