“ჩვენ ვიცით მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ; ყველა შემთხვევაში, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი”- მდინარაძე
“უნდათ, უნდოდათ და ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი, აგენტურული მიზნების შესასრულებლად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მგონია, რომ ამ ფრაზას კომენტირებაც არ სჭირდება. სხვადასხვა მხრიდან როცა მოდის ინფორმაციები და ლოგიკა, რაც ადამიანურობის ჩარჩოებში არ ჯდება, ის ინფორმაციები, რომლებიც მათ შორის ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე. მათ უნდათ, უნდოდათ და სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის თქმა, ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი, აგენტურული მიზნების შესასრულებლად.
ჩვენ ვიცით კანვასის ტრენინგების შესახებ, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა შემთხვევაში, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად, იმავდროულად, რაც უნდა რთული იყოს, ამის პარალელურად გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სვლა ევროკავშირისკენ, ევროპისკენ, ევროპის სრულფასოვანი წევრობისკენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მათ შორის აღნიშნულია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ არ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
