March 18, 2026

ივნისი 06 2024

აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ, შეუძლებელია, მზად ვართ მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და ჯანსაღი გახდეს, იყოს ისეთი როგორიც უნდა იყოს და არა უბრალოდ ვირტუალური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.


ივნისი 06 2024

ქვეყანაში სულ სამი პარტია არსებობს, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ქართველი ხალხი არჩევანს „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის თუ გააკეთებს, ჩვენთვის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


ივნისი 06 2024
ინგრედიენტები:

ივნისი 06 2024

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორია.


ივნისი 06 2024

სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ჩეხეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად. კატასტროფა გასულ ღამით მოხდა ქალაქ პარდუბიცის სადგურთან.


ივნისი 06 2024

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტიდან „დარიალი“ დროებით გაიყვანეს საქართველოს საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული.


ივნისი 06 2024

ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც - მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე, ზოგადად საარჩევნო გარემოს,- ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ამასთან ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.


ივნისი 06 2024

ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბუდუ ზივზივაძეს აქციებთან დაკავშირებით გამოთქმული აზრის გადაცემიდან ამოღება მოსთხოვა.



ივნისი 05 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. აღნიშნულის შეასხებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.


გვერდი 367 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.