2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა.
„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა".
მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი კობახიძე იყო, ჯერჯერობით ძალიან წყნარად მიდის საუბარი - გენიალური და განსაკუთრებული იდეები არ ისმის, მაგრამ რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილიმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს.
პარლამენტში 9 საათზე შეხვედრა ჯერ არ მახსოვს - იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და დილის 7 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
პირობას გაძლევთ, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები, რომელთაც შეხება აქვთ დიასპორასთან, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ქართული დიასპორის ხელმძღვანელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა.
სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა უკრაინის ქალაქ ხერსონსა და დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციები იუწყებიან.
თბილისში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე 18 წლის პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
