თებერვალი 14 2024

ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა - ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატებები ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“ გამოთქმულ მოსაზრებებს.


თებერვალი 14 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი დააკავეს.


თებერვალი 13 2024

ინგრედიენტები:


თებერვალი 13 2024

2023 წლის 10 თვეში, 1-ელი იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია.


თებერვალი 13 2024

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


თებერვალი 13 2024

ისრაელის ღაზის სექტორში, ძირითადად ხან იუნისის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

 

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს და ტერიტორიის ოპერატიული კონტროლი გააღრმავეს.

 

ასევე, დასავლეთ ხან იუნისში, მედესანტეების ბრიგადამ „ჰამასის“ ორი წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, რომლებიც, გადაადგილებას მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფის საფარქვეშ ცდილობდნენ.

 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხან იუნისში „ჰამასის“ ტერორისტების სახლებში იარაღის ორ საცავს დაარტყეს.

 

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ დაახლოებით 10 მებრძოლი გაანადგურა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.


თებერვალი 13 2024

ჩვენი პარტნიორები აპირებენ ქართველი ხალხი ივანიშვილის პარტიასთან მარტო არ დატოვონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.


თებერვალი 12 2024

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ.


თებერვალი 12 2024

ინგრედიენტები: 


თებერვალი 09 2024

მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.


გვერდი 401 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.