გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირის დააკავებასთან დაკაშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ 27 და 39 წლის მამაკაცები 70 წლის პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
13-მა წამყვანმა ქართულმა არასამთვრობო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს გაავრცელა მიმართვა ხელისუფლების მიმართ, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის საკითხი „უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით“.
კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა.
საახალწლო ნაძვის ხეს ზოგიერთი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დგამს, ზოგი საერთოდ არ რთავს ნაძვის ხეს, ეს დროის ტყუილად ხარჯვა ჰგონია. ჩვენ კი გირჩევთ ნაძვის ხე ნოემბერში მორთოთ და აი, რატომ:
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპი და გრიპისმაგვარი ვირუსები პაციენტების უმრავლესობაში მსუბუქად მიმდინარეობს, ზოგიერთს კი რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მეტად აქვს გამოხატული, თუმცა ეს განსაკუთრებით საშიში არ არის.
მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე რეალური ძალა შეიქმნება - გიჟი „ჯაფარა“ და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან ხელმოცარულ „ნაცმოძრაობასთან“,ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ოპოზიციის ე.წ. სამეულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შესაძლებლობაზე საუბრისას განუცხადა.
პირის მიერ თუ სასჯელის მოხდა შეუსაბამოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. მიმაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
